ბორის ჯონსონის განცხადებით “მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს “ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ”. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“.
“გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული”,-აცხადებს ჯონსონი.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ კომპანიებს “ფუნტით და დოლარებით ვაჭრობას” შეუჩერებენ.