LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო გლობალური დათბობის წინააღმდეგ სასწრაფო უპრეცედენტო ზომების მიღებას ითხოვს

157

გაერო გლობალური დათბობის წინააღმდეგ სასწრაფო უპრეცედენტო ზომების მიღებას ითხოვს. გაეროს კლიმატური ცვლილებების სამთავრობაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კატასტროფული კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად 2030 წლამდე აქვს ვადა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა სწრაფი, უპრეცედენტო და ყოვლისმოცველი ცვლილებები ყველა სფეროში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელთან შედარებით, CO2-ის გამოყოფა 2030 წლითსვის 45%-ით უნდა შემცირდეს, 2050 წლისთვის კი ნულამდე დავიდეს, რათა გლობალური დათბობა 1,5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ CO2-ის გამოყოფის მკვეთრი შემცირებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები ენერგეტიკაში, მრეწველობაში, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროში.

გაეროს კლიმატური ცვლილებების სამთავრობაშორისო ექსპერტთა ჯგუფის გაანგარიშებით, მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორში აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად 2,1 მილიარდი ევროა საჭირო.

თუმცა, გლობალური დათბობის 1,5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, კლიმატური ცვლილებების შედეგები თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g