LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟოზეფ ბორელი: რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ვისმჯელებთ მხოლოდ მაშინ, „როცა მომენტი დადგება“

83
ჟოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განაცხადებით, ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს.

როგორც ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირი სანქციების შესათანხმებლად საგანგებო შეხვედრას მოიწვევს მხოლოდ მაშინ, „როცა მომენტი დადგება“.

„ამ დროისთვის, ევროკავშირი მხარს უჭერს უახლეს მცდელობებს შემდგომი მოლაპარაკებების მოწყობისთვის“, – თქვა ბორელმა, მას შემდეგ რაც საფრანგეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „პრინციპში, შეთანხმდნენ სამიტზე უკრაინის გამო.“

საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის: დმიტრო კულება

მისივე განმარტებით, ევროკავშირი უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს.

„შეხვედრები ლიდერების, მინისტრების დონეზე, რა ფორმატშიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს საუბარი, ომის თავიდან ასაცილებლად ძალიან საჭიროა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი, ყოველთვის უნდა მისცენ. „ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა“, – განაცხადა მან.

დმიტრო კულება – ჩვენ ვხედავთ რა ხდება ფრონტზე, ვხედავთ რას აკეთებს რუსეთი, მაგრამ დიპლომატიამ ჯერ კიდევ შეიძლება, იმუშაოს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g