LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა მაყაშვილი: „სოციალური ქსელით ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან და ხშირად ვხდები ანტივაქსერების აგრესიის სამიზნეც. ..“

504
რუსკა

რუსკა მაყაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ საუბრობს და დასძენს, რომ ხშირად ხდება ანტივაქსერების სამიზნე:

„თუ არ ავიცრებით, პანდემიის დასრულების იმედი არ მაქვს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი პრობლემაა, რომ ვაქცინაცია ძალიან დაბალ ნიშნულზეა.

ალბათ, ხშირად გიწევთ კამათი ანტივაქსერებთან ამ თემაზე… 

ანტივაქსერებთან კამათს აზრი არ აქვს. ისინი ცრუ ინფორმაციით იკვებებიან და აქედან მოტანილი ამბებით გიპირისპირდებიან. მათ იმდენი თვითშეგნება არ აქვთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, სხვებზე იზრუნონ. მე კი მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომ რამენაირად დასუსტდეს ეს ვირუსი, არის აცრა. ამ ქვეყანაში ეს ბევრს არ ესმის. მე სოციალური ქსელით ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან და ხშირად ვხდები ანტივაქსერების აგრესიის სამიზნეც.

ეს არ მოქმედებს თქვენზე, როგორ იცილებთ ამ ნეგატივს?

მარტივად, არ მაინტერესებს და იგნორირებას ვუკეთებ სრულად. სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარებისა თუ სტატუსების გამო კონფლიქტში არავისთან შევდივარ, არც ვკითხულობ და არც პასუხს ვცემ…“

რუსკა მაყაშვილი: „საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად არ მივიჩნევ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g