„მეტა“ „ფეისბუკზე“ ვიდეოების მონტაჟისთვის ფუნქციებს ამატებს და რეკლამის განთავსების ახალ ფორმებს გვთავაზობს. ტიკ ტოკის მსგავსი Reels-ის ფუნქცია უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება iOS-ისა და Android-ის სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებზეა შესაძლებელი.
Facebook Reels-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, რომ სხვების ვიდეოების რემიქსი შექმნან, ასევე, ატვირთონ ვიდეომასალა, რომლის ხანგრძლივობაც 60 წამამდეა, როგორც ეს „ინსტაგრამზეა“.