LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მაჭუტაძე აკა მორჩილაძეს აკრიტიკებს – „მის გამოსვლას მონუმენტურობა აკლია…“

457

ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში აკა მორჩილაძის ფრანკფურტში წარმოთქმულ სიტყვას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მის გამოსვლას მონუმენტურობა აკლდა.

„აკა მორჩილაძის სიტყვა წავიკითხე. ფრანკფურტში წარმოთქმული.

არის მის წინადადებებში რეზონი, რომელიც გამოდის საქართველოდან და ქართული ლიტერატურიდან.

მაგრამ აკლია მონუმენტურობა, არამხოლოდ არტიკულაციაში, არამედ აღქმაში უპირველესად.

დამრჩა მძიმე შთაბეჭდილება, რომ ჩვენ (ან, მინიმუმ, სპიკერი) ვერ აღვიქვამთ ვერც ჩვენს ქვეყანას და ვერც ჩვენს დიდ ლიტერატურას.

ყველა ნაციონალურ მწერლობას გამოარჩევს მისი სათქმელი, ის სულისკვეთება, რომლითაც იქმნება მწერლობა თავისი დარგებით და არ მითხრათ ახლა, ეგ მოძველებულია, სინამდვილეში არანაირი ნაციონალური მწერლობა არ არსებობსო.

ჩვენი მწერლობა ჩვენი ვინაობის მთავარი კომპონენტთაგანია და მას სჭირდება არა ზედაპირული გაგება და გადაცემა, არამედ მთავარი სათქმელის გავრცელება“.

შეგახსენებთ, რომ აკა მორჩილაძის გუშინდელი გამოსვლა სოციალურ ქსელებში აიტაცეს და მწერალს წარმოთქმულ სიტყვას უქებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g