მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი გახლავთ, რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და წერს:
„მე ვარ ნათია თოდუა 25 წლის ჯერ ისევ დევნილი აფხაზეთიდან…
ჩემთვის ალბათ ყველაზე გაურკვეველი შეგრძნება და შინაგანი ქაოსია ამ სტატუსით ცხოვრება.
თითქოს სადღაც ხარ, მაგრამ რეალურად არსად არ ხარ, რადგან შენი სახლის კარი შენთვის აღარ არის ღია!
დღეს ისევ დაიწყო ნადირობა.
მის „უდიდებულესობას” მოუნდა უფრო მეტი, კიდევ მეტი და საერთოდ უსასრულობა, რა ვერ გავიგეთ ?!
ეს არის არა რუსების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ „პუტინის ომი” და ის ამ ომს წააგებს!
#არადევნილობას #არაომს
ძალა სიყვარულშია“.
ნათია ფანჯიკიძე: „უკრაინა ჩვენც გვიცავს ახლა, ისაა შემაკავებელი, რომ ჩვენც არ მოგვაკითხოს ხვალვე…“
ნიკოლოზ რაჭველი: „თვალწინ დამიდგა 2008 წელი, განცდებით, ფიქრებით, მოქმედებათა რიგით, ემოციებით…“
დათო გორგილაძე: „მზად ვარ, მეორე შვილს ბორის ჯონსონი დავარქვა. გოგო რომ იყოს, მაინც…“