უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ანტისატანკო და ანტისაჰაერო იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
“გერმანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინას ანტისატაკო ჭურვსასროლებსა და სტინგერის სარაკეტო იარაღს გადასცემს. ასე განაგრძეთ კანცლერო შოლც! ანტისაომარი კოალიცია მუშაობს!”- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკი: თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა
გერმანიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გერმანული წარმოების 400 ტანსკაცინააღმდეგო იარაღის, “პანცერფაუსტის” და 500 ანტისაჰაერო იარაღის, “სტინგერის” მიწოდების დავალება გასცა.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში