გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის მთავრობამ ნება დართო ნიდერლანდებს, უკრაინის არმიას გადასცეს გერმანული წარმოების 400 ყუმბარმტყორცნი.
გარდა ამისა, ბერლინმა ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს წარმოებული საარტილერიო დანადგარები გადასცეს.
ასევე, გამოცემა ირწმუნება, რომ გერმანია უკრაინისთვის 14 ჯავშანმანქანისა და 10 000 ტონა საწვავის მიწოდებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, უკრაინამ გერმანიას გადასცა საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის სია, მაგრამ ამ დროისთვის, გერმანიამ უკრაინულ მხარეს მხოლოდ 5 000 ჩაფხუტი გამოუყო.
ზელენსკი: თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში