დღეიდან საქართველოდან უკრაინის მიმართულებით ზარები უფასო გახდა.
ინფორმაციას „სილქნეტი“ ავრცელებს.
„დარეკე უკრაინაში უფასოდ, როგორც „სილქნეტის“ მობილური, ისე ფიქსირებული ქსელიდან. დარეკვისას აკრიფე: მობილურიდან +380 ან 00 380, ფიქსირებული ქსელიდან 00 380 ან 1016 0 380“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 