LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაკაცების პარტია, წაგებული რუსეთის მხარეს ხართ…” – დაპირისპირება ბიუროზე

310
BeFunky-collage (15)

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის კამათი “გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც “ქართულ ოცნებას” უთხრა, რომ უკრაინის ომში წაგებულ მხარეს დგანან და არასწორ მხარეს გულშემატკივრობენ.

“ჩემი აზრით, ჩვენი პრემიერის განცხადება და ზოგადად ეს პოზიცია, რომელიც “ქართულ ოცნებას” უჭირავს, მისი  პრემიერის სახით, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ყველას იგივე პოზიცია არ გაქვთ აქ, არის ძალიან საშიში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბრძოლას რუსეთი არ იგებს.

და საუბარი იმაზე, რომ როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აგებს ბრძოლას, და ჩვენ ვიძახით, რომ არ მუშაობს სანქციები, უკრაინა მარტოა და ა.შ გამოდის, რომ ჩვენ ვგულშემატკივრობთ არა სწორ მხარეს და არასწორი მხარის გულშემატკივრობა, არის ძალიან საშიში. იცით, ახლა რა სამარცხვინო პოზიციაზე მოძრაობთ, წაგებული რუსეთის მხარეს ხართ”, – თქვა იაგო ხვიჩიამ, რაზეც უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უთხრა, რომ იტყუება.

“ნუ ტყუიხარ. ნუ ყვირიხარ, რა აზრი აქვს, გააგრძელე ასე მსჯელობა”, – თქვა სარჯველაძემ.

„გადადგეს პრორუსი ღარიბაშვილი!“ – პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

მოგვიანებით კამათში ჩაერთო ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც ხვიჩიას პროვოკატორი უწოდა.

იაგო ხვიჩიამ მას ამორალური უწოდა, ამის შემდეგ დაპირისპირებაში ჩაერთო დეპუტატი სოზარ სუბარი:

“ვის მორალზე საუბრობ შე მართლა ამორალურო მოღალატე მართლა რა. გააჩერე ენა ერთი. არაკაცი და არაკაცების პარტია ხართ თავიდან ბოლომდე რა”, – თქვა სუბარმა. 

იაგო ხვიჩიას განცხადებას ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის – “შენ არ იცი, რომ ეგ შეურაცხყოფაა”. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ “უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება”.

გვიკიჟინებენ ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის – ღარიბაშვილი

მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა

ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე – ღარიბაშვილი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g