LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადადგეს პრორუსი ღარიბაშვილი!“ – პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

104
BeFunky-collage (14)

„გადადგეს მოღალატე ღარიბაშვილი!“, – ამ ლოზუნგით დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია თბილისში, პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„საქართველოს მოღალატე და პრორუსი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს!“, – წერია ღონისძიების აღწერაში, რომლის ორგანიზატორები პარტია „დროა“ და ელენე ხოშტარია არიან.

აქცია უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ “უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება”.

გვიკიჟინებენ ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის – ღარიბაშვილი

მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა

ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე – ღარიბაშვილი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g