გაერთიანებული სამეფო რუსეთს კიდევ უფრო მეტ სანქციებს უწესებს. ადგილობრივი ხელისუფლება ბრიტანულ სუბიექტებს, რუსეთის ცენტრალური ბანკის, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდისა და მისი ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, ფინანსური ოპერაციების განხორციელებას უკრძალავს.
„ჩვენი სანქციების პაკეტი, უძლიერესი ეკონომიკური ზომებია, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოს რუსეთის წინააღმდეგ აუმოქმედებია, ის გამოიწვევს გამანადგურებელ შედეგებს ვლადიმერ პუტინისა და რუსეთისთვის“, – ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.
ცნობისთვის, ზომები, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან შეთანხმებით მიიღო, უფლებას არ მისცემს რუსეთის ცენტრალურ ბანკს გამოიყენოს მისი უცხოური რეზერვები, იმ გზით, რომელიც შეარბილებს გაერთიანებული სამეფოსა და მოკავშირეების მიერ მასზე დაწესებული სანქციების გავლენას.