LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერომ მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას გამოყოს 1,7 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულთათვის

81
გაერო

გაერომ მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას გამოყოს 1,7 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულთათვის. როგორც გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა სამშაბათს იტყობინება, მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 12 მილიონ ადამიანს ქვეყნის შიგნით და 4 მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს მეზობელ ქვეყნებში უახლოეს თვეებში დახმარება დასჭირდება.

გაეროს შეფასებით, „უახლოეს თვეებში უკრაინის შიგნით 12 მილიონ ადამიანს დასჭირდება დახმარება, ხოლო მეზობელ ქვეყნებში 4 მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს შეიძლება დასჭირდეს დაცვა და დახმარება“.

თავის მხრივ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ სამშაბათს მიმართეს დონორებს 250 მილიონი შვეიცარიული ფრანკის მოთხოვნით (1 ფრანკი უდრის დაახლოებით $1.09-ს მიმდინარე კურსით). სამშაბათს ჟენევაში გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში ჰუმანიტარული მდგომარეობა სწრაფად უარესდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები