LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერა მივუძღვენი აფხაზეთის ომსაც და 2008 წლის მოვლენებსაც… სიმღერაში გადამაქვს ჩემი განცდა და ტკივილი, ახლაც ძალიან ვღელავ” – მაცაცო სებისკვერაძე

331
maxresdefault

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პირველ მარტს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემა ,,არტ-FM”-იც, რუსეთ-უკრაინის ომს მიეძღვნა. გადაცემას კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე სტუმრობდა, რომლის შემოქმედება განსაკუთრებით მდიდარია პატრიოტული სიმღერებით.

რა თქმა უნდა, არსებულ სიტუაციასა და პოლიტიკურ მოვლენებზე ხელოვანებსაც საკუთარი აზრი და დამოკიდებულება აქვთ, რომელსაც ინდივიდუალური ფორმით გამოხატავენ. ქალბატონმა მაცაცომ 2008 წელსაც მუსიკით გამოხატა საკუთარი გულისტკივილი, რადგან როგორც თავად აღნიშნა, “ვერც იარაღს დაიჭერს, ვერც საომრად ვერ წავა”, ამიტომ მხოლოდ სიმღერით გამოხატავს საკუთარ განცდას.

“ჩემი შემოქმედება, რომელიც 57 წლის წინ დაიწყო, მეტწილად სწორედ პატრიოტული ნამუშევრებისგან შედგება. სიმღერა მივუძღვენი აფხაზეთის ომსაც და 2008 წლის მოვლენებსაც. სხვაგვარად უბრალოდ არ შემიძლია, რადგან სწორედ სიმღერაში გადამაქვს ჩემი განცდა და ტკივილი. ახლაც ძალიან ვღელავ, ამიტომ პატრიოტული სიმღერების თავმოყრა გადავწყვიტე, რომელთა შორის რამდენიმე ჯერ საერთოდ არ გაჟღერებულა”.

,,მხოლოდ სიმღერით შეუძლებელია უკრაინელთა დახმარება, ვფიქრობ, ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო” – მაია ჯაბუა და ეკა კახიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g