იმ შემთხვევაში, თუკი მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი, – რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ Aljazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს და მათი იზოლაცია შეუძლებელია”, – აცხადებს ლავროვი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ინტერვიუს ფრაგმენტი ტელეკომპანიის “ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.
ამავე ინტერვიუში ლავროვი აღნიშნავს, რომ უკრაინული მხარე აშშ-ის დავალებით მოლაპარაკებებს აჭიანურებს.
რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.