LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგარის ლაბორატორიის ძირითადი ამოცანა ბიოლოგიური საფრთხეების პრევენციაა – დავით სერგეენკო

76

ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება – განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ლუგარის ლაბორატორიის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია, აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„ლუგარის ლაბორატორია არის ერთ-ერთი უმძლავრესი სამედიცინო ცენტრი, რომლის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია, დეტექცია და საჭიროების შემთხვევაში, მათზე რეაგირება და არავითარ შემთხვევაში რაიმე ნივთიერებების დამზადება, იქნება ეს ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის. რამდენიმეჯერ იყო რუსეთის სხვადასხვა წრიდან პოზიცია, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს მოიცავს, ჩვენ მოვიწვიეთ მათი სპეციალისტები და ახლაც შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რამდენიმე კვირის წინ რუსულმა მხარემ საქართველოში არსებულ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები