LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 დღეში რუსულ აგრესიას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – საგანგებო სიტუაციების სამსახური

154
1646179565-War-in-Ukraine-bombs-on-Kiev-and-Kharkiv-Foiled-a

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 7 დღეში 2 000 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 10 მაშველი, დაშავდა – 13.

” ამ 7 დღის განმავლობაში რუსებმა გაანადგურეს ასობით სახლი, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. აგრეთვე, ამ დრომდე მათ შეიწირეს 2 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, ამ რაოდენობაში გარდაცვლილი სამხედროები არ იგულისხმება”, – წერია განცხადებაში.

6 ათასამდე ჯარისკაცი, 200-ზე მეტი ტანკი, 900-მდე ჯავშანტექნიკა – უკრაინის თავდაცვის უწყება რუსულ დანაკარგზე

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g