პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს წარსდგება. ამის შესახებ პარლამენტს მან უკვე აცნობა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგეს 2022 წლის 5 მარტს”, – აღნიშნულია განცხადებაში.