LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა

105
კიევი რუსეთის თავდასხმის შემდეგ

უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქება სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო „იბისას“ შორის განხორციელდა, რომლის მახლობლადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დამანგრეველი ეს აფეთქება და მოყვა თუ არა მსხვერპლი.

„ამ ღამით კიევთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზეა. დეტალებს ამ წუთებში ვარკვევთ“. – განაცხადა კლიჩკომ.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, ახლახან ხარკოვში საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გაისმა.

რეზნიკოვი: დროა, გავზარდოთ ზეწოლა მტერზე, რომელმაც შემართება დაკარგა, დროა გადავიდეთ ტოტალურ წინააღმდეგობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g