LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან უნგრეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება

204
BUD-1-984x554

საქართველოს საელჩო უნგრეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკრაინიდან უნგრეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! საქართველოს საელჩო უნგრეთში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინიდან უნგრეთში ცდილობენ გადასვლას.

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია +36 30 858 66 22, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. უკრაინიდან მიმავალ, უნგრეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ არ ეხებათ არც კოვიდვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება. არ არის სავალდებულო საზღვრის კვეთისთვის დაწესებული აპლიკაციის შევსება.

სასაზღვრო პუნქტებზე არსებული დატვირთულობის შემოწმება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, უნგრეთის პოლიციის ვებგვერდზე: https://www.police.hu/hirek-es-informaciok/hatarinfo

უნგრეთ-უკრაინის სასაზღვრო გამშვები ხუთივე პუნქტი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს “დასაბრუნებელ მოწმობას”, რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საელჩო უნგრეთში ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g