LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუწაშვილი: ამ გაგანია ომში რა მაგის პასუხია და გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა

382
1

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა და ცალკეული პირებისთვის ქუჩაში და პარკებში ის სავალდებულო აღარ უნდა იყოს.

ამის შესახებ ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ვინც მოტივირებული იყო და თვლიდა, რომ გარე სივრცეშიც სჭირდება ნიღაბი, ის პირბადის გამოყენებას ისევ გააგრძელებს:

“ამ გაგანია ომში რა მაგის პასუხია და, მე მგონი, გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა.

ბევრი დიდად არც იკლავს თავს ნიღბის ტარებით და ბევრს სრულიად ფორმალურად უკეთია. ზოგსაც ისეთი ჭუჭყიანი ნიღაბი აქვს, ასეთი ნიღაბი მხოლოდ მიკროორგანიზმების წყარო შეიძლება იყოს.

მე ვფიქრობ, დიდ შეკრებებზე შეიძლება ისევ დარჩეს მოთხოვნა, მაგრამ ცალკეული ინდივიდებისთვის ქუჩაში და პარკებში აღარ უნდა იყოს სავალდებულო. ვინც მოტივირებული იყო და თვლიდა, რომ გარე სივრცეშიც სჭირდება ნიღბით თავდაცვა, ის, ცხადია, ისევ გააგრძელებს გამოყენებას. უბრალოდ, ჩემი პირადი აზრია, როგორც რიგითი ექიმის. ამიტომ მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ”, – წერს ბუწაშვილი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g