LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონსონი: პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას

209
BeFunky-collage (11)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი, ჯონსონი უახლოეს პერიოდში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სხდომაზე განიხილება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა.

„პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას“,- განაცხადა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო „ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.“

“ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა” – რა ვითარებაა ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე

ვითარება უკრაინაში – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g