LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლში დაბომბვის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიღუპა

2466
BeFunky-collage (2)

უკრაინაში, რუსულ აგრესიას კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. როგორც CNN-ი წერს, ქალაქ მარიუპოლის დაბომბვისას 18 თვის ბიჭი დაშავდა, ის მშობლებმა კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსი სამხედროების მხრიდან, უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აახლებს შეტევას უკრაინის ქალაქების მარიუპოლისა და ვოლნოვახის მიმართულებით, სადაც მანამდე უსაფრთხოების დერეფნები მოქმედებდა. უწყების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, „დუმილის რეჟიმის“ პირობებში ვერც ერთმა სამოქალაქო პირმა ვერ შეძლო ტერიტორიების დატოვება, რაშიც უკრაინული მხარე დაადანაშაულა. მანამდე, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული მხარე არ იცავს „დუმილის რეჟიმს“ და განაგრძობს როგორც მარიუპოლის, ისე მისი შემოგარენის დაბომბვას.

უწყების ცნობით, ამის გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები