LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი – უკრაინაში უკვე 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

85
ღარიბა

ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ომი და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, – ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ომზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია.

“ჩვენთვის ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია, რაც ხდება უკრაინაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ, ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ტრაგედია, რომელიც ხდება ძალიან მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია”, — თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ამ დრომდე 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთია უკრაინაში გაგზავნილი და ეს პროცესი გაგრძელდება.

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე, მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. ამას გარდა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში”, — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება – ასე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

magti 5g