პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, „დღეს გვაქვს 2 კრიტიკული ამოცანა: არავის მივცეთ შესაძლებლობა, საქართველო ჩაითრიოს ომში და არავის მივცეთ შესაძლებლობა, მოხდეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, რისი ნიშნებიც უკვე ნელ-ნელა არსებობს“.
გახარიას განმარტებით, „ჩვენს მთავრობას რატომღაც ჰგონია, რომ თუ არ შეიმჩნევს ამას, ამით რაღაც რისკებს თავს დააღწევენ და ჰგონიათ ეს ჩვენ არ შეგვეხება, რაც სწორი არ არის, რადგან გლობალურად მსოფლიოში ისეთი პროცესები მიდის, რომ განსაკუთრებით საქართველოს და ჩვენს მსგავს ქვეყნებს ამ რეგიონში – ეს შეეხება“.
„ყველას ხომ კარგად გვახსოვს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა რა იყო?! ეს ეხებოდა უკრაინასთან ერთად საქართველოს. ამიტომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს გვაქვს 2 კრიტიკული ამოცანა – პირველი, არავის არ მივცეთ იმის შესაძლებლობა , რომ საქართველო ჩაითრიოს ომში და მეორე, არავის არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, რისი ნიშნებიც უკვე ნელ-ნელა არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორების ნდობა ჩვენდამი სულ უფრო და უფრო ქვეითდება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რამ” , – განაცხადა გიორგი გახარიამ.