LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთზე უარი Hugo Boss-მა, Crocs-მა და Shiseido-მაც თქვეს

95
hugo_store_london

უცხოური კომპანიები რუსეთის ფედერაციაში საქმიანობის შეჩერებას აგრძელებენ.

ამჯერად, რუსეთში მაღაზიები დროებით დახურა გერმანულმა ტანსაცმლის მწარმოებელმა Hugo Boss-მა. კომპანიამ რუსეთში ონლაინ გაყიდვებიც შეაჩერა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ Crocs-ის ფეხსაცმლის ყიდვაც. ორგანიზაციამ ქვეყანაში მიწოდება ასევე შეაჩერა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც რუსეთი დატოვა Shiseido-ა. კოსმეტიკის იაპონურმა ბრენდმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის ბაზარზე უარი თქვა. ბრენდი ასევე შეწყვეტს ინვესტიციებს რუსულ ბაზარზე. „Shiseido ჯგუფი გულწრფელად იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ იქნება მიღწეული, რათა უკრაინელმა ხალხმა დაიბრუნოს უსაფრთხოება და მშვიდობა“, – აცხადებენ Shiseido-ში.

50 გლობალური ბრენდი, რომელიც რუსეთში საქმიანობას აგრძელებს: „რუსეთისთვის გადახდილი ყოველი რუბლი უკრაინელი ბავშვების ცრემლად იქცევა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g