სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის დასკვნითი, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერები და ზურაბიშვილის სხვა მხარდამჭერები დაესწრნენ.
მათ შორის იყვნენ ის ცნობილი სახეები, მომღერლები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კლიპშიც გამოჩნდნენ.
შეკრების ბოლო აკორდი კი აღმოჩნდა სიმღერა “ჩემი საქართველო აქ არის”, რომლის ახალი ვერსიის შესასრულებლად სცენაზე ერთი-მეორეს მიყოლებით ავიდნენ: რომა რცხილაძე, ნინი ქარსელაძე და “ქუჩის ბიჭები”, სოფო ხალვაში და სხვა შემსრულებლები.