გასულ კვირას, ბენედიქტ კამბერბატჩმა, „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავის გახსნის დროს, თავის მონოლოგში უკრაინელებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, Cinema Vanguard Award-ის დაჯილდოების ცერემონიალზე კი ის უკრაინის დროშით გამოჩნდა.
ფოტო: ბენედიქტ კამბერბატჩმა საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილდოს მიღებისას უკრაინის დროშა გაშალა
ვიდეო: ბენედიქტ კამბერბაჩი საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს
ახლა კი ბრიტანელმა მსახიობმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინელი ლტოლვილები საკუთარ სახლში დაასახლოს, ამის შესახებ მან BAFTA-ზე, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე უბრალოდ სამკერდე ნიშნის ტარებაა. ბევრი ადამიანი სთავაზობს ლტოლვილებს საკუთარ სახლებში შეყვანას და მათ მეც შევუერთდები“, – განაცხადა მსახიობმა.