LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბენედიქტ კამბერბაჩი საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს

207
page

ბრიტანელ მსახიობ, ბენედიქტ კამბერბაჩს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს. თუმცა თავისი სიტყვის უდიდესი ნაწილი მსახიობმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბარს დაუთმო. ის საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მოქმედებაა საჭირო“ – რას აცხადებს ლეგენდარული რობერტ დე ნირო რუსეთ-უკრაინის ომზე 

„უკრაინელ ხალხსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი მმართველების იდიოტიზმსა და ამ სისასტიკის შეუჩერებლობას ეწინააღმდეგებიან, მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო. ახლა ფიქრსა და ლოცვაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმოქმედოთ, შევიდეთ საელჩოების ვებგვერდებზე და გავიგოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც მსოფლიოსა და ევროპის მოქალაქეებსა და ადამიანებს, რომლებსაც უკეთესი მომავალი გვინდა ამ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის, მათი შვილებისა და ოჯახებისთვის, რომლებიც ქალაქებში ბომბების წვიმისგან გადარჩენას ცდილობენ“, – აცხადებს ბენედიქტ კამბერბაჩი

„როგორ გვძინავს, როდესაც ეს ხდება“ – ირინა შეიკი უკრაინელების დასახმარებლად თანხას გაიღებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები