LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

122

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში, რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ჯიხურები დაიტბორა. უხვმა ნალექმა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები და სურსათის მაღაზიები დატბორა.

ამ დროისთვის ცალკეულ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ქობულეთის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა და წყლის ამოტუმბვას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g