ცნობილმა მწერალმა, სტივენ კინგმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელშიც უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისური აცვია. ცოტა ხნის წინ კი მან აღნიშნულ საკითხზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მან საზოგადოებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
„ჩემს ფოტოებს არ ვდებ ხოლმე, თუმცა მაგრამ დღეს გამონაკლისია“ – სტივენ კინგი უკრაინას უჭერს მხარს
„ეს პუტინის ომია. ქალები და ბავშვები იღუპებიან მის გამო. მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა გაიგონ რა ხდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის კედლის დანგრევა“, – აცხადებს მწერალი.