LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ არეგისტრირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბიზნესს საქართველოში, რას ითვალისწინებს კანონი

9
ეკაააა

ისევ არ წყდება საზოგადოებაში იმის განხილვა, რამდენი ადამიანი შემოდის რუსეთიდან საქართველოში, როგორ კონტროლდება საზღვრები, რა უნდა ქნას ასეთ დროს სახელმწიფომ და თითოეულმა მოქალაქემ და რას ითვალისწინებს კანონი. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის გახშირებულ შემთხვევებზე. რა ეტაპებს გადის ასეთ დროს მოქალაქე, არის თუ არა განსხვავებული ნორმები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში და როგორია პროცედურა, თემაზე ” სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ეკა ლომიძე გვესაუბრება. მან წერილობით მოგვაწოდა ყველა ის იურიდიული დეტალი, რაც აღნიშნულ თემას უკავშირდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისევე შეუძლიათ კომპანიის დარეგისტრირება, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. დამატებითი შეზღუდვები საკანონმდებლო დონეზე არ შემოღებულა. მარტივად ირჩევენ პარტნიორებს, კომპანიის სახელს, არსებობს სტანდარტული წესდების ფორმაც, რომელსაც თარგმნიან და დაამოწმებენ ნოტარიუსთან, ან პირდაპირ რეესტრში მოვლენ, მისამართად კი შეუთანხმდებიან ვინმეს(ფიზიკურ ან იურიდიულ პირს), ის თანხმობას დაუწერს რეესტრში, ან ნოტარიულად, ჩააბარებენ და ამოვა იმავე დღეს ან მეორე დღეს დარეგისტრირებული კომპანიის ამონაწერი”, – ამბობს ეკა ლომიძე. 

მისი თქმით, “მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონი მოქმედებს, სადაც ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ უშუალოდ რეგისტრაციის მიმართულებით, არაფერი შეცვლილა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკანონმდებლო დონეზე არ იზღუდებიან.

“დღეის მდგომარეობით რეგისტრაციას ესაჭიროება კომპანიის წესდება,ოფიციალური მისამართი საქართველოში, განაცხადის წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სარეგისტრაციო საფასურის ადგილზე გადახდა, სამსახური ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას მეწარმეთა შესახებ კანონთან, თუ წინააღმდეგობაში მოდის ახარვეზებს და წარმომდგენს უდგენს 30 დღიან ვადას ხარვეზების შესავსებად,თუ ხარვეზი არ დადგინდა 1 სამუშაო დღეში ახდენს რეგისტრაციას და გაიცემა ამონაწერი ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ. ჩვეულებრივად ხდება საქართველოში კანონიერად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რეგისტრაცია. ამ ეტაპზე რაიმე სახის საკანონმდებლო შეზღუდვა არ მიღებულა”, – აცხადებს ადვოკატი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g