LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქ შეთანხმება არ შეიძლება” – პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ვერ გაითვალისწინებს გაეროს სასამართლოს მოთხოვნას უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ

153
11

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ გაითვალისწინებს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას – უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს ოფიციალური მოსკოვი გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, პესკოვი პასუხობს:

“არა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება. იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს აქვს ისეთი კონცეფცია, როგორიც არის “მხარეთა შეთანხმება”, აქ შეთანხმება არ შეიძლება, ამ შემთხვევაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ”,- თქვა მან.

შეგახსენებთ, გუშინ, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაში იმყოფება: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g