LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალტ-ინფომ“ თავისი მუქარა შეასრულა“ – სამირა ბაირამოვას თქმით, მარნეულში ენმ-ს ოფისი შეღებეს

185
276988847_4871395326247605_2135423672181295813_n

ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ აქტივისტ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა შეასრულა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს წითელი საღებავები შეასხა.

მისივე თქმით, ის „სიცოცხლის ფასად იბრძოლებს და სამშობლოს მათგან დაიცავს“.

„და ესენი ქართველი ვაჟკაცებია ხო?

ესენი ქრისტიანები არიან ხო?

მათ არანაირი კავშირი აქვს ვაჟკაცობასთან და ქრისტიანობასთან, ისინი იგივე მოძალადე რუსეთის ბანდა არის. დიახ რაც 2008 წელს რუსეთი ძალადობდა ჩვენზერ, იგივეს გაკეთების სურვილი აქვთ მათ!

უყურეთ თქვენ მოღალატებო, უყურეთ კარგად! თქვენ ხართ ისინი, თქვენ!

ამ ქვეყანას არ დაგითმობთ! რაოო სიკვდილით მემუქრებით? არაა პრობლემა, მე სიცოცხლის ფასად გინდ იყოს თქვენთან ბოლომდე ვებრძვი, მე ჩემ სამშობლოს თქვენგან დავიცავ“, – წერს სამირა ბაირმოვა.

შეგახსნებთ, 14 მარტს სამირა ბაირამოვამ ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.

ძალადობრივმა ჯგუფების განცხადებით, ბაირამოვამ შეურაცხყო ჯვარი, რომელიც კონსერვატიული მოძრაობის პარტიული სიმბოლოდ არის გამოყენებული.

magti 5g