LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰყავს 22 წლით უმცროსი მეუღლე, იქორწინა ყირიმის საზღვარზე, იცავდა იუშჩენკოს – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრავალფეროვანი ცხოვრება

2211
FORTUNA.GE (8)

დავით არახამია, ალექსეი ორესტოვიჩი, ალექსი რეზნიკოვი, დენის შმიგალი – ეს ადამიანები უკრაინის პრეზიდენტის მთავრობის წევრები არიან და მათ შესახებ 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არიან.

მათ შესახებ საქართველოშიც ბევრი რამ შეიტყვეს.

გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრზე, ალექსი რეზნიკოვზე მოგვეძიებინა ინფორმაცია.

ალექსი რეზნიკოვი 1966 წელს, 18 ივნისს ლვოვში დაიბადა. ბაბუის სახელი დაარქვეს.

სპორტულ ოჯახში დაიბადა. მამას აკრობატიკაში სპორტის ოსტატის წოდება ჰქონდა, დედას – რიტმულ ტანვარჯიშში.

მშობლების გავლენით რეზნიკოვს სპორტი არ აურჩევია.

1991 წელს, წარჩინებით დაასრულა ლვოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული საქმიანობით იყო დაკავებული.

ახალგაზრდობაში მუშაობდა მანქანების მღებავ ოპერატორად Kinescope წარმოების ასოციაციაში.

1984 წელს წავიდა სამხედრო სამსახურში. მამამ სთხოვა და პარაშუტის ბრიგადა აირჩია.

სტუდენტობის დროს უსაქმოდ არ იყო – საავადმყოფოში მუშაობდა დამატებითი სახსრების გამოსამუშავებლად.

1994 წელს მიიღო ადვოკატის მოწმობა და საცხოვრებლად კიევში გადავიდა.

მის საადვოკატო კარიერაში ერთი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეთ: 

რეზნიკოვი იცავდა საპრეზიდენტო კანდიდატს ვიქტორ იუშჩენკოს, შედეგად 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ბათილად ცნეს.

2008 წელს ის გახდა მეექვსე მოწვევის კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. მეორედ 2015 წელს აირჩიეს.

2014 წელს რეზნიკოვმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო მუშაობა და ამით მისი საადვოკატო საქმიანობა დამთავრდა.

2017 წელს „ევროვიზიის“ კონკურსის მასპინძლობის პასუხისმგებელი პირი იყო.

2018 წელს პასუხიმგებელი პირი იყო „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალური მატჩის კიევში მასპინძლობის.

 

 

2020 წლის 4 მარტს პრემიერ – მინისტრი გახდა დენის შმიგალი, ხოლო ოლექსი რეზნიკოვი გახდა ვიცე-პრემიერი – დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი.

2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრემიერი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი გახდა.

მას აქვს მეტსახელიც – მშვიდობისმყოფელი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრს საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს: 

ამჟამად, მეორე ქორწინებაში იმყოფება.

რეზნიკოვს პირველი ოჯახიდან ჰყავს ორი შვილი – ალექსეი და ანასტასია.  პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ის ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლებოდა.

შემდეგ მისი ყურადღება ტელეწამყვანმა იულია ზორიმ მიიპყრო. იულია მასზე 22 წლით პატარაა.

იულია ზორი უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მათი გაცნობის ისტორიას ჰყვება.

საიდანაც ვიგებთ, რომ  წყვილი 2017 შეხვდა ერთმანეთს ერთ ერთ წვეულებაზე. იმ დღეს კიევში ჯამალას გამარჯვებას ზეიმობდნენ და წვეულებაზე შეიკრიბნენ პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

ალექსიმ, ფაქტობრივად, იმ მომენტიდან დაიწყო იულია ზორის გულის მოგება.

ტელეწამყვანი ამბობს, რომ წყვილის გარშემო სულ იყო ჭორები.

33 წლის ტელეწამყვანს აბრალებდნენ, რომ უნდოდა ცოლად გაჰყოლოდა შეძლებულ მამაკაცს, და მის ხარჯზე ეცხოვრა. ალექსეის ოჯახის წევრებიც კი მას მერკანტილობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა, მათთან ტელეწამყვანმა საერთო ენის გამონახვა მოახერხა და ახლა მეგობრობს.

 

 

 

თავად იულია ამბობს, რომ ალექსი შეუყვარდა მისი სიჭკვიანისა და იუმორის ნიჭის  გამო. ამბობს, რომ სწორედ ამის გამო ის აუცილებლად შეუყვარდებოდა, თუნდაც 30 ან 40 წლით უფროსი რომ ყოფილიყო.

მისი თქმით,  პოლიტიკოსი ყოველთვის ნახულობს დროს, რომ ერთად იყვნენ, წავიდნენ ტყეში და უბრალოდ, შეწვან მწვადი.

2020 წლის თებერვალში ვიცე-პრემიერმა რჩეულს ხელი სტამბოლში იახტაზე, ხოლო ამავე წლის 25 ივლისს შეყვარებულები დაქორწინდნენ.

ქორწილი უჩვეულო ადგილას, ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხერსონის რეგიონთან შედგა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

mazda magti 5g