მსახიობი ილო ბეროშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოსაზრებებს ჟურნალ „გზასთან“ გამოთქვამს და აღნიშნავს:
„ვისურვებდი, რომ საქართველოში საზოგადოება ორ რადიკალურ ჯგუფად არ იყოს დაყოფილი, თითქოს ერთი ნაწილი ომს ითხოვს, მეორე – არა. სოციალურ ქსელებში ხშირად მსმენია ასეთი ფრაზა – აბა, ომი გინდათო? არა, პირადად მე და ასევე ბევრ ადამიანს, ვინც ხშირად სვამს კითხვებს, ომი არ გვინდა. არ შეიძლება, ამ ხალხს „ნეოფაშისტები“ უწოდო, ვინც საქართველოში რუსების შემოსვლასთან დაკავშირებულ კითხვებს სვამს. პირადად მეც ბევრი კითხვა მიჩნდება: რუსების შემოსვლა რამდენად უსაფრთხოა?..“
მსახიობი დასძენს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ლანძღვა თითოეული უკრაინელის შეურაცხყოფაა:
„ზელენსკის ლანძღვას შეეშვან, რადგან მას ხალხისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. მის მიმართ წარმოთქმული თითოეული სალანძღავი სიტყვით მართლა გმირ, მეომარ ხალხს დიდ შეურაცხყოფას აყენებენ: როდესაც ზელენსკის ლანძღავ, ავტომატურად, თითოეულ უკრაინელს ლანძღავ… ამიტომ ყველამ თავი შეიკავოს. რეიგანი მსახიობი იყო, მაგრამ მთელი საბჭოთა კავშირი ჩამოაქცია…“
ანი ტყებუჩავა: „თინა კანდელაკი თავის ცხოვრებას ვერ შეელევა. კიდევ ბევრჯერ შეგვაფურთხებ