LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამას ჰქვია გამოღვიძება და გაზაფხული.. ქუჩის მასობრივი გამოსვლები დღეს ოლიგარქისგან განთავისუფლების ყველაზე ბრძნული სტრატეგიაა: შალვა ნათელაშვილი

226
natelashvili-imedi3

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება.

“აი, ამას ჰქვია გამოღვიძება და გაზაფხული. ბრძოლის ეს სახალხო გზა ანუ ქუჩის მასობრივი გამოსვლები დღეს ოლიგარქისგან განთავისუფლების ყველაზე ბრძნული სტრატეგიაა.

ახლა 51-მა მილიონერმა დეპუტატმა მოიწვიოს პარლამენტის საგანგებო სხდომა და უარი თქვან საწვავის წილებზე, რაც ელვისებურად გააიაფებს არა მარტო ბენზინს. პოლიცია სამწუხაროდ სრულიად ნაყიდია ივანიშვილის მიერ და საკუთარ ხალხთან ომი აქვს გამოცხადებული. თავისუფლება ყველა დღევანდელ აქციაზე დაკავებულს”,- წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუკში.

საწვავის ფასების პროტესტის მონაწილე რამდენიმე პირი დაკავებულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები