სპეციალისტთა პროგნოზით, კომპანიების Tesla და SpaceX აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი შესაძლოა, 2024 წელს მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს და არც არის გასაკვირი, ის ხომ უამრავი ნოვატორული იდეითაა შეპყრობილი.
ილონ მასკი Neuralink-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდას 2022 წლიდან დაიწყებს
ახლახან ცნობილი გახდა, რომ SpaceX-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელი საკუთარი სოციალური პლატფორმის შექმნაზე ფიქრობს.
„სერიოზულად ვფიქრობ ამაზე!“, – უპასუხა მასკმა „ტვიტერის“ ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას, აპირებს თუ არა ის საკუთარი პლატფორმის შექმნას.
ასევე აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა სოც.ქსელში გამოკითხვა ჩაატარა, მას საზოგადოებისგან აინტერესებს, იცავს თუ არა „ტვიტერი“ სიტყვის თავისუფლების. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.