LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში XXXTentacion-ის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა

181

ქსელში გარდაცვლილი რეპერის, XXXTentacion-ის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც 20 წლის ასაკში მოკლული არტისტი, წარსულში ჩადენილ დანაშაულებებს აღიარებს.

რეპერს, რომელიც 2016 წლის ივლისში ძარცვისა და სასიკვდილო იარაღით თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, იმავე წლის ოქტომბერში ბრალი დაუმძიმდა. მან ორსულ მეგობარ გოგონას, რომლის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, სცემა.

რეპერი ვიდეოში გოგონაზე ძალადობის მოტივს არ განმარტავს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ის მასთან თამაშს არ შეეშვება, მოკლავს.

https://www.youtube.com/watch?v=g9PiGJsgfaQ

საინტერესოა, რომ XXXTentacion-ის ორსულ მეგობარ გოგონაზე ძალადობის საქმე სასამართლოში განიხილებოდა, თუმცა, მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები