ხმაურიანი ცნობილი ბრენდი – პრესტიჟული ავტომობილის აუცილებელი ატრიბუტია. ყველა შეძლებული ადამიანი ნამდვილად არ არის მზად, რომ შეიძინოს ძვირადღირებული მანქანა ისეთი ბრენდისგან, რომელიც გარშემომყოფებში პატივისცემას არ იწვევს.
არც ის ფაქტია გასაკვირი რომ ავტომწარმოებლები ხშირად ლეგენდარულ სახელწოდებებს აცოცხლებენ, ისეთებს რომლებიც თავის დროზე მთელ მსოფლიოს „აზანზარებდა“. ამის კარგი მაგალითია თუნდაც კომპანია Mercedes-Benz-ის ბრენდი Maybach. მოკლედ, ასეთი მაგალითები საკმარისზე მეტია და მოდით გადავხედოთ ცოტა ხნის წინ გაცოცხლებულ ყველაზე გამორჩეულ ბრენდებს.