ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ედგარ დეგას ნახატს „რუსი მოცეკვავეები“ სახელი შეუცვალა. ახლა ნახატის სახელწოდებაა „უკრაინელი მოცეკვავეები“.
როგორც გალერეაში განმარტავენ, მოცეკვავეების თმის ლენტებში აშკარად ჩანს ყვითელი და ლურჯი – უკრაინის დროშის ფერები.
ეროვნული გალერეის წარმომადგენელი ამბობს:
„დეგას ნახატის სახელწოდება წლების განმავლობაში განხილვის საგანი იყო. ამის შესახებ წერდნენ სამეცნიერო ლიტერატურაშიც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მან უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო შექმნილი სიტუაციის გამო.
მივიჩნიეთ, რომ ნახატის სახელწოდების განახლებისთვის კარგი დრო არის, რათა უკეთ აისახოს ნახატის თემა“.
წყარო: უკრაინა 24
