63 წლის პოპ-ვარსკვლავმა, მადონამ ტიკ ტოკზე უცნაური ვიდეო გაავრცელა, რომელიც ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო. 15 წამიანი ვიდეო მან „გრემის“ დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო. ეპატაჟური არტისტი კამერასთან ძალიან ახლოს მოდის და გამომწერებს ჰაეროვან კოცნას უგზავნის.
ფოტო: 63 თუ 16 ? – მადონამ „ინსტაგრამზე“ ბავშვური სახით ,,გაინავარდა”
აღნიშნული ვიდეომ მომღერლის გულშემატკივრებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მისი ცნობა შეუძლებელია. მთავარი კითხვა ახლა ის არის, ეს „ინსტაგრამ“ ფილტრია თუ წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის შედეგი.
„რა გაუკეთე საკუთარ თავს?!“,„მისი ფსიქიკური მდგომარეობა მაღელვებს“, „რა მიზანს ემსახურება ეს ვიდეო?“, – წერენ კომენტარებში.
ფილტრით თუ უფილტროდ მადონა შოკისმომგვრელად გამოიყურება – პოპ-დედოფალი +18 ფოტოებს ავრცელებს
პოპის დედოფალი კვლავ „ინსტაგრამფილტრებით” ერთობა – მადონას უახლესი ფოტოები
https://www.youtube.com/watch?v=j_JhED_ptyw