LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მინდა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო, მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან: ირაკლი ღარიბაშვილი

138
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „უკრაინამ ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო სანდო ცნობა, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება. ღარიბაშვილს „არ სურს უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი აკეთოს, რადგან მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან“.

მისი განმარტებით, ყველამ უნდა მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ომის მალე დასასრულებლად ყველაფერი გააკეთოს.

„მე არ მინდა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო. მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან. ამიტომ ყველა განცხადების კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ კიდევ და კიდევ მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარული ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე და საერთაშორისო ფორმატში საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის და და უკრაინელი მეგობრების მიმართ. ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ 400-ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g