LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიცია ჩავიდეთ ბუჩაში, საქართველოს სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ

107
E56A53C0-1D0B-4C9C-907F-12B2CC82E0DD_w1080_h608

“როცა ეს ინფორმაცია წავიკითხე სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მართლა მრცხვენია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას,” – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბუჩაში ჩასვლის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ბუჩაში თავად უნდა ჩავიდეს.

„ძალიან ვწუხვარ. მრცხვენია მართლა, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ოპოზიცია აქტიური ვართ ამ პროცესში, კოლეგებსაც დაველაპარაკები და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში და აუცილებლად ქართული სიტყვა, საქართველოს სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება. მთავარი არის ის, რომ სწორედ ეს მიუთითებს მათ რეალურ სახეზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები