ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ქორწილიდან რამდენიმე საათში დაადასტურეს, რომ ნიკოლამ გვარი ოფიციალურად შეიცვალა. ის ამიერიდან ნიკოლა პელტც-ბექჰემი ან უბრალოდ ნიკოლა ბექჰემი იქნება. ნებართვა გვარის მიღებაზე ბრუკლინმა მას ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მისცა.
ახლად დაქორწინებულებს ეს მოვლენა თავად დევიდ ბექჰემმაც მიულოცა: „მისტერ და მისის ბექჰემებს ვულოცავ ამ დღეს, ნიკოლა ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში“, – წერს დევიდ ბექჰემი „ფეისბუკზე.“
შეგახსენებთ, რომ დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟის ქორწილი ფლორიდაში, 3.5 მილიონი დოლარი დაჯდა.
ფოტო: ამაყი მშობლები – დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვაჟის ქორწილში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ