„იმედის“ პროექტში „მიმღერე“ აჩიკო ბერიძემ და ანი კეკუამ აჭარული შეასრულეს. ანიმ ნომრის ბოლოს ცეკვაც გადაწყვიტა და ის ბათუ ლომინაძემ გამოიწვია. აჩიკოსა და ანისთან ერთად სცენაზე სწორედ ანსამბლ „ბასიანის“ წევრები იდგნენ. „აჭარულმა შაირებმა“ მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა.