2022 წლის 27 და 28 აპრილს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში დაგეგმილია ნინო ქათამაძის & INSIGHT-ის კონცერტი, რომელსაც ზუსტად 20 წლის წინ სწორედ ამ თეატრმა უმასპინძლა.
ნინო ქათამაძე, გოჩა ყაჭეიშვილი და უჩა გუგუნავა აკუსტიკური პროგრამით წარდგებიან ერთგული მსმენელის წინაშე და წლების განმავლობაში შექმნილ ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებენ.
სპეციალური სტუმრები: ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი კვარტეტი.