“ჩვენი ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანია,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დანაშაულები რაც ადგილზე ხდება ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში.
„ჩვენი ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანი რჩება. დანაშაულები, რომელიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.