LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მაიკ ტაისონმა თვითმფრინავში მგზავრს სცემა

152
page

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, მაიკ ტაისონი მორიგ სკანდალში გაეხვია. ინციდენტი თვითმფრინავში მოხდა, სპორტსმენი სან-ფრანცისკოდან ფლორიდაში მიფრინავდა. ერთ-ერთმა მგზავრმა იცნო მაიკი და მასთან კონტაქტის დამყარება სცადა, მან  ტაისონთან „სელფიც“ კი გადაიღო, თუმცა ის მაინც არ ისვენებდა და ზედმეტ ინტერესს იჩენდა მის მიმართ. ბოლოს მაიკს მოთმინება გამოელია და მომაბეზრებელი მგზავრი მუშტებით სცემა.

ინციდენტის შემდეგ, ლეგენდარულმა მოკრივემ თვითმფრინავი დატოვა, დაზარალებულმა კი პოლიციაში განცხადება დაწერა. ტაისონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მგზავრი ნასვამი იყო და მან მოკრივეს წყლის ბოთლი ესროლა.

https://www.youtube.com/watch?v=MwlZuQ97S6M

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები